საბერძნეთ-ბულგარეთის გაზის ინტერკონექტორის (IGB) საშუალებით, მომავალ წელს, ეს უკანასკნელი შეძლებს გაზის თითქმის 100 პროცენტის იმპორტს აზერბაიჯანიდან და აშშ-დან, ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა. ის საბერძნეთში ვიზიტით იმყოფება.
„მაგალითად, ბულგარეთი რუსეთზე იყო დამოკიდებული, ახლად აშენებული საბერძნეთი-ბულგარეთის ინტერკონექტორი, ეს გაზსადენი ბულგარეთს საშუალებას აძლევს, ჩაანაცვლოს ეს წყარო.
მომავალ წელს ბულგარეთი თავისი შიდა საჭიროებისთვის გაზის თითქმის 100 პროცენტს შემოიტანს აზერბაიჯანიდან და შეერთებული შტატებიდან ამ ინტერკონექტორის შედეგად“, - განაცხადა ბლინკენმა.
საბერძნეთ-ბულგარეთის ინტერკონექტორი (Interconnector Greece-Bulgaria-IGB) ოფიციალურად 2022 წლის ივლისში გაიხსნა, რომელიც გაზის სამხრეთ დერეფნის ახალი განშტოებაა.
ბულგარეთმა რუსული გაზი აზერბაიჯანულით ჩაანაცვლა.