თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 42 310-მდე გაიზარდა. თურქული მედიის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში სულ 14 740 ადგილობრივი და საერთაშორისო სამძებრო-სამაშველო პერსონალი მუშაობს.
თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამანგრეველ მიწისძვრას 7 184 ბიძგი მოჰყვა.