აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელც პოლონეთში გუშინ ჩავიდა უკრაინიდან, NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის ლიდერებს შეხვდა.
„თქვენ ხართ ჩვენი კოლექტიური თავდაცვის ფრონტის ხაზი და თქვენ უკეთ იცით, თუ რა არის ამ კონფლიქტის საფრთხე. არამხოლოდ უკრაინისთვის, არამედ დემოკრატიების თავისუფლებისთვის მთელ ევროპასა და მთელ მსოფლიოში", - თქვა ბაიდენმა.
მისივე თქმით, „მე-5 მუხლი არის წმინდა ვალდებულება, რომელიც შეერთებულმა შტატებმა აიღო.
„ჩვენ დავიცავთ NATO-ს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს“, - განაცხადა ბაიდენმა.