შვეიცარიამ უკრაინისა და მოლდოვისთვის ახალი 150 მილიონი დოლარის ჰუმანიტარული დახმარების პაკეტი გამოაცხადა. ახლა შვეიცარიის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს პაკეტი, რაც უკრაინისთვის დაახლოებით 123 მილიონი დოლარის, მისი მეზობელი მოლდოვისთვის კი, $28 მილიონის გამოყოფას ითვალისწინებს. ამ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ომის დაწყებიდან შვეიცარიამ დაახლოებით 1,4 მილიარდი დოლარი გამოყო უკრაინის დახმარებისთვის.
შვეიცარიამ უკვე მიიღო 75000-ზე მეტი თავშესაფრის მაძიებელი უკრაინიდან.
შვეიცარიის მთავრობამ კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, გაიყვანოს ჯარები უკრაინის მთელი ტერიტორიიდან.