თბილისში, 200-მდე რესტორანი ქვეყანაში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გახანგრძლივებას აპროტესტებს და 30 იანვარს გატანის სერვისს აჩერებს.
რესტორატორნების წარმომადგენლების შეზღუდვის მოხსნას და მუშაობისგაგრძელების უფელბას ითხოვენ.
„ლოქდაუნის გამო, ქვეყანა სოციალური აფეთქების ზღვარზეა მისული. კოტრდება ბიზნესები. სუფევს ტოტალური უმუშევრობა. პრობლემების დაძლევის ქმედითი ნაბიჯები არ ჩანს.
ვინაიდან ქვეყნის ხელისუფლება არასათანადოდ აფასებს არსებულ პრობლემებს და ნიშნის მოგებით გვახსენებს, რომ გატანის სერვისით შეგვიძლია სარგებლობა, ჩვენ პროტესტის მიზნით, ერთი დღით უარს ვამბობთ გატანისა და ონლაინ სერვისებით სარგებლობაზე“, – აღნიშნულია რესტორატორთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში
დღეს, 15:00 საათზე, მთავრობის კანცელეარიასთან, რესტორენების წარმომადგენლები აქციას გამართავენ.
ცნობისთვის, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი თებერვლიდან კვების ობიექტების ღია სივრცეებში სტუმრების მიღება დაშვებული იქნება მხოლოდ აჭარაში.
სხვა რეგიონებში, მათ შორის, დედაქალაქში, რესტორნები და კვების ობიექტები, გააგრძელებენ მუშაობას გატანა-მიტანის სერვისით.
ცნობილია, რა შეზღუდვები რჩება ძალაში და რა იხსნება 1-ლი თებერვლიდან.