შვედეთმა უკრაინისთცვის ჰუმანიტარული ძალისხმევისა და ენერგეტიკის სექტორის მხარდასაჭერად, 520 მილიონი შვედური კრონის (49,9 მილიონი აშშ დოლარი) დახმარების შესახებ გამოაცხადა.
შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესრელიზის თანახმად, 220 მილიონი შვედური კრონი (21,1 მილიონი აშშ დოლარი) მოხმარდება ჰუმანიტარულ ძალისხმევას, ხოლო 300 მილიონი შვედური კრონი (28,8 აშშ დოლარი) უკრაინისთვის შექმნილ ენერგეტიკულ ფონდს.
თებერვლის დასაწყისში შვედეთმა უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება დაამტკიცა. როგორც ცნობილია, პაკეტი მოიცავს Archer-ის ტიპის მოწინავე თვითმავალ საარტილერიო სისტემებს, 90 ჯავშანტრანსპორტიორებს, ტანკსაწინააღმდეგო იარაღს და სხვა აღჭურვილობას.