რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ერთი წლისთავთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ დამცველებს უკრაინის გმირის და სხვა სახელმწიფო ჯილდოები გადასცა
ღონისძიებას ესწრებოდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი, თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი, სამხედრო დაზვერვის უფროსი კირილო ბუდანოვი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი, რამდენიმე მინისტრი და სხვა ოფიციალური პირები.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ყველა დამცველს და მათ თანამემამულე უკრაინელებს, რომლებიც „ყველაფერს აკეთებენ“ რუსეთის აგრესიასთან დასაპირისპირებლად.