პარტნიორებთან ერთად, უკრაინა მუშაობს მშვიდობის ფორმულაში ყველა კონტინენტის ქვეყნების ჩართვაზე. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო სახელმწიფოებს იმისთვის, რომ გუშინ, უფრო სწორად წუხელ, გაეროს გენერალური ასამბლეის 141 წევრმა ქვეყანამ მხარი დაუჭირა ჩვენს სამშვიდობო ინიციატივებს“.
ზელენსკის თქმით, ის უკრაინის გუნდთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობს, რათა მშვიდობის ფორმულაში ჩაერთონ არამხოლოდ ის ქვეყნები, რომლებმაც ომის დაწყებისთანავე გამოხატეს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, არამედ, სხვადასხვა კონტინენტის წარმომადგენლებიც.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სამშვიდობო პროცესში ის ქვეყნებიც უნდა ჩაერთონ, რომლებიც ნაკლებად უცხადებდნენ პირდაპირ მხარდაჭერას უკრაინას.
რუსეთის მიერ წარმოებული ომის წლისთავისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა.