იმედგაცრუებასა და შეცდომებთან დაკავშირებულ შეკითხვებს უპასუხა დღეს უკრიანის პრეზიდენტმა ხანგრძლივ პრესკონფერენციაზე, რომელიც ომის წლისთავთან დაკავშირებით, კიევში გამართა. შესაბამის ვიდეოს The Washington Post-ი აქვეყნებს.
„ვინ გამიცრუა იმედი - ყველამ, ვინც წავიდა 24-დან. ყველა, ვინც დატოვა კიევი. ვინც დატოვა ქალაქები, სოფლები, ვინც უნდა მართოს სახელმწიფო, ან დაიცვას იგი, იბრძოლოს მისი უსაფრთხოებისთვის. ყველა ამ ადამიანმა იმედი გამიცრუა", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
შეცდომებზე
„ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა - მეჩვენება, რომ ისინი საკმარისად იყო. დილიდან საღამომდე არჩევანს ვაკეთებ, ცოცხალი ადამიანი ვარ. ყოველდღე ალბათ ვუშვებ შეცდომებს. დარწმუნებული ვარ, რომ ვუშვებ შეცდომებს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მე, როგორც პრეზიდენტს, არ მქონია საბედისწერო შეცდომები“ , - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.