თურქეთში 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ნიღდეს პროვინციაში, 7 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

სტიქიას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყვა.

6 თებერვლის დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა კი თურქეთსა და სირიაში, 50 000-ს გადააჭარბა.