მინისტრის თქმით, ნიდერლანდები რუსულ გაზზე აღარ არის დამოკიდებული

ნიდერლანდები აღარ არის დამოკიდებული რუსულ გაზზე, ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა ვოპკე ჰოკსტრამ განაცხადა. იტყობინება RBC-Ukraine.

მისივე თქმით, ნიდერლანდებმა იმპორტის წყაროების დივერსიფიკაციისთვის სხვადასხვა ზომა მიიღო.

„მოხარული ვარ, რომ შემიძლია ვთქვა, ჩვენ წარმატებას მივაღწიეთ", - განაცხადა მინისტრმა.