ერდოღანმა და ალიევმა სტამბოლში დახურული შეხვდრა გამართეს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანელ კოლეგას, ილჰამ ალიევს უმასპინძლა. ინფორმაციას თურქული სააგენტო Anadolu ავრცელებს.

თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის ცნობით, ერდოღანმა და ალიევმა ვაჰდეტინის სასახლეში დახურული შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

თურქეთი 6 თებერვლის მიწისძვრის შედეგებს ებრძვის. სტიქიამ ქვეყნის სამხრეთ რეგიონებში 44,210-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

აზერბაიჯანმა თურქეთს დამანგრეველი მიწისძვრების შემდეგ სამაშველო ჯგუფები და დახმარება გაუგზავნა.