CIA-ს დირექტორის თქმით, აშშ „დარწმუნებულია“, რომ ჩინეთი „განიხილავს“ რუსეთისთვის ლეტალური დახმარების გაგზავნას, მაგრამ დაზვერვის ვარაუდით, პეკინს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამის ინფორმაციას CNN ავრცელებს. აშშ-ის დაზვერვის ვარაუდით, პეკინს ამასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ აქვს მიღებული.
„ჩვენ ვერ ვხედავთ მტკიცებულებებს ლეტალური აღჭურვილობის რეალური გადაზიდვის შესახებ,” - აღნიშნა უილიამ ბარნსმა.
CNN-მა პარასკევს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩინეთის მთავრობა განიხილავს რუსეთისთვის უპილოტო თვითმფრინავების და საბრძოლო მასალის მიწოდებას უკრაინის ომში გამოსაყენებლად.