სამხრეთ იტალიაში, მიგრანტების გემის ჩაძირვის შედეგად, 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. BBC-ის ცნობით, 40-ზე მეტის გადარჩენა მოხერხდა
მისივე ინფორმაციით, გემზე, რომელიც უამინდობის დროს კლდეებს შეეჯახა, 100-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.
უცნობია, საიდან მიემგზავრებოდა გემი, თუმცა მასზე ლტოლვილები იმყოფებოდნენ ირანიდან, პაკისტანიდან და ავღანეთიდან.