6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად შენობების ჩამონგრევის გამო, თურქეთში 600-ზე მეტი ადამიანის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს. იუსტიციის მინისტრმა ბექირ ბოზდაგმა განაცხადა, რომ 184 ეჭვმიტანილი, მათ შორის კონტრაქტორები და ქონების მფლობელები უკვე დააკავეს. აქამდე 113 ადამანის დაკავებაზე იყო ორდერი გაცემული.
დაკავებულთა შორის არის მერი ერთ-ერთი იმ ქალაქისა, რომლის სიახლოვესაც მიწისძვრა მოხდა, იტყობინება BBC თურქულ მედიაზე დაყრდნობით.
თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვმა ახლა 50 000-ს გადააჭარბა.
„წლების განმავლობაში ექსპერტები გამოდიდნენ გაფრთხილებით, რომ კორუფცია და მთავრობის პოლიტიკა ბევრ ახალი შენობას საცხოვრებლად სახიფათოს ხდიდა“, - წერს BBC.
მისივე თანახმად, თურქეთში მიწისძვრების შემდეგ 160,00-ზე მეტი შენობა ჩამოინგრა ან სერიოზულად დაზიანდა.
ოპოზიციური პარტიები პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ადმინისტრაციას სამშენებლო რეგულაციების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ.