იტალიის სანაპიროზე მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად, მინიმუმ 59 ადამიანი დაიღუპა

სამხრეთ იტალიის სანაპიროზე მიგრანტების ნავი ჩაიძირა, რის შედეგადაც მინიმუმ 59 მიგრანტი, მათ შორის 12 ბავშვი, დაიღუპა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა მატეო პიანტედოსიმ განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, 30-მდე ადამიანი დაკარგულად ითვლება. ამასთან, სანაპირო დაცვის ინფორმაციით, 80 ადამიანი ცოცხალი იპოვეს.

ნავს, რომელიც რამდენიმე დღის წინ თურქეთიდან გაემგზავრა, გადაჰყავდა მიგრანტები ავღანეთიდან, პაკისტანიდან, სომალიდან და ირანიდან.