ცვლილება დაჩქარებული წესით არ უნდა ყოფილიყო მიღებული, - ამის შესახებ ეროვნულ ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, რომელმაც ეროვნული ბანკის შესახებ კანონს ვეტო დაადო.
"ცვლილება დაჩქარებული წესით არ უნდა ყოფილიყო მიღებული. ეროვნული ბანკის მმართველობის საკითხებთან, მის სტრუქტურასთან დაკავშირებით ჩვენ თავად ვმუშაობთ. დაახლოებით ერთი წლის წინ დავიწყეთ ამაზე მუშაობა. გვინდოდა შეგვეხედა როგორ პასუხობს ის მოდელი იმ გამოწვევებს, რაც ჩვენ გვაქვს. ვფიქრობთ, რომ განხილვები ამასთან დაკავშირებით უფრო ხანგრძლივი ყოფილიყო და ჩვეულებრივ რეჟიმში მომხდარიყო. ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ვაცნობეთ პარლამენტს, საკმაოდ ვრცელ და მკაფიო განმარტებაში", - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო ეროვნული ბანკის შესახებ პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებულ კანონპროექტს.
სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ეს კანონპროექტი არ იყო საჭირო. შეგახსენებთ, ახალი კანონი ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს ამკვიდრებს. კანონპროექტის თანახმად, პირველ ვიცე-პრეზიდენტს სებ-ის პრეზიდენტის არყოფნის პირობებში პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულება შეეძლება.