თურქეთში 5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, 69 დაშავდა. ეპიცენტრი აღმოსავლეთით, მალათიის პროვინციაში იყო. ბიძგები რამდენიმე მეზობელ პროვინციაშიც იგრძნობოდა, მათ შორის გაზიანთეფშიც. ინფორმაციას Anadolu ავრცელებს.
შეგახსენებთ, 6 თებერვალს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, ბოლო მონაცემებით, თურქეთში 44 374 ადამიანი დაიღუპა.