უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი მიიჩნევს, რომ ჩინეთის „სამშვიდობო გეგმაში ერთი პუნქტი მეორეს ეწინააღმდეგება და დოკუმენტი რეალურად უჭერს მხარს რუსეთის ფედერაციას.
„ჩინურ გეგმაში არის ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი - ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა. და ეს არის ერთადერთი ეფექტიანი პუნქტი, რომელიც არსებობს ამ გეგმაში. და ეს ნიშნავს, რომ რუსეთი დარჩება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, გვექნება ახალი სადემარკაციო ხაზი და დაინახავს უკრაინის ნელ შთანთქმას, ეს იქნება არა სამდღიანი ბლიცკრიგი, არამედ, ვთქვათ, უკრაინის სამწლიანი განადგურება რუსეთის ფედერაციის მუდმივად მზარდი გავლენით...
მე მჯერა, რომ ყველა სამშვიდობო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ცეცხლის დაუყოვნებელ შეწყვეტას და არსებული ტერიტორიული სტატუს კვოს შენარჩუნებას, ეს არის მხოლოდ თამაში რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ“, - განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა.
„თუ თვლი, რომ ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, თანამედროვე სამყაროსთვის ხელშეუხებელი კანონებია, მაშინ ჩნდება კითხვა, როგორ განხორციელდება ის უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ჯარების თანდასწრებით და ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტის შემთხვევაში, როგორ შეიძლება განხორციელდეს ეს? ეს ერთი პუნქტი ეწინააღმდეგება მეორეს. ეს არის მხოლოდ ბუნდოვანი დოკუმენტი, რომელსაც არანაირი ფასი არ აქვს“, - აღნიშნა პოდოლიაკმა.
როგორც ცნობილია, ჩინეთმა წარმოადგინა 12-პუნქტიანი დოკუმენტი, რომელიც პეკინის თქმით, კონფლიქტის დარეგულირებას შეუწყობს ხელს.
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ უკრაინის ომთან დაკავშირებით ჩინეთის მიერ ინიცირებულ სამშვიდობო გეგმა სარგებელს მხოლოდ რუსეთს მოუტანს.