ევროკავშირმა ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოსა და მისი უახლოესი მოკავშირეების წინააღმდეგ სანქციები მომავალი წლის თებერვლის ბოლომდე გაახანგრძლივა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
განცხადების თანახმად, არსებული სიტუაციის სიმძიმის და რუსეთის ფედერაციის უკრაინის წინააღმდეგ უკანონო აგრესიაში ბელორუსის ჩართულობის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია ყველა მიღებული ზომა ძალაში დარჩეს.
ევროპული სანქციების ქვეშ სულ 243 ფიზიკური პირი, მათ შორის თავად ალექსანდრე ლუკაშენკო, ასევე 32 იურიდიული პირი იმყოფება. შეზღუდვები აქტივების გაყინვას ეხება, ფიზიკური პირებისთვის კი, ეს ზომა ევროპის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვას გულისხმობს.