მილიარდერები დიდ როლს თამაშობენ გლობალური ეკონომიკის, პოლიტიკისა და ფილანტროპიის ჩამოყალიბებაში.
Forbes-ის მიხედვით მსოფლიოში 2022 წელს 2668 მილიარდერია.
მათ შორის ყველაზე მდიდარია (LVMH) თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ბერნარ არნო, რომელიც 2022 წელს მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა.
73 წლის ბერნარ არნოს ქონება $172.9 მილიარდია
2. მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის მეორეა Tesla-სა და Space Exploration Technologies-ის მფლობელი 51 წლის ილონ მასკი, რომლის ქონებაც $168,5 მილიარდია.
3. Adan Group-ის დამფუძნებელმა გაუტამ ადანიმ 2022 წლის მარტში მუკეშ ამბანის გადაუსწრო, რომელიც აზიის უმდიდრესი ადამიანია. Adan Group-ის გარდა ის ძირითად წილებს ექვს საკვანძო ინდურ კომპანიაში ფლობს. მისი ქონება $125 მილიარდია.
4. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მეოთზეა 67 წლის ბილ გეითსი, რომლიც მსოფლიოში უმსხვილესი პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია, Microsoft-ს ფლობს. მისი ქონება $115 მილიარდია.
5. მილიარდერთა რეიტინგში მეხუთეა 58 წლის ჯეფ ბეზოსი, რომელიც კომპანია Amazon-ს ფლობს და 2022 წლის მონაცემებით, მისი ქონება $114 მილიარდია.
6. მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის მეექვსეა 92 წლის უორენ ბაფეტი, რომლის ქონებაც 108 მილიარდს შეადგენს. ბაფეტი არის ცნობილი მეტსახელით „ომაჰას ორაკული“. ის უდიდესი ქველმოქმედია და 2006 წელს თავისი ქონების 85% ბილ და მელინდა გეიტსების ფონდს გადასცა.
7. მსოფლიო მილიარდერების სიაში მეშვიდეა 78 წლის ლარი ელისონი. მისი გამდიდრება კომპანია “Oracle“-ს უკავშირდება. 2012 წელს ელისონმა ჰავაის ერთ-ერთი კუნძული ლანაი შეიძინა 300 მლნ დოლარად, სადაც მდიდრული საცხოვრებელი და გასართობი სამყარო მოაწყო. ელისონს აქვს მსოფლიოში სიდიდით მე-4 იახტა, რომელიც 200 მლნ დოლარი ღირს. 2022 წლის მონაცემებით, მისი ქონება $93,7 მილიარდია.
8. აზიის უმდიდრესი ადამიანი, 65 წლის მუკეშ ამბანი 2022 წელს მილიარდერთა რეიტინგში მერვეა. 2005 წელს მამისგან გადამამუშავებელი და პეტროქიმიური ბიზნეს იმპერიის მემკვიდრეობის მიღების შემდეგ, ამბანი ცდილობდა ენერგეტიკული გიგანტი ექცია საცალო ვაჭრობის, ტექნოლოგიისა და ელექტრონული კომერციის ლიდერად. მისი სატელეკომუნიკაციო განყოფილება ინდოეთის ბაზარზე დომინანტი ოპერატორია. მისი ქონება $89,6 მილიარდია.
9. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში მე-9 პოზციაზეა 66 წლის სტივ ბალმერი. ბალმერი ფლობს Microsoft-ის დაახლოებით 4%-ს, რაც მას პროგრამული გიგანტის უმსხვილეს ინდივიდუალურ აქციონერად აქცევს. 2014 წელს, Microsoft-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, ბალმერმა 2 მილიარდ დოლარად შეიძინა Los Angeles Clippers-ის საკალათბურთო გუნდი. მისი ქონება $89,3 მილიარდია.
10. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში მე-10 პოზიციაზეა 49 წლის ლარი პეიჯი. რომელიც Google-ს ერთ-ერთი დამფუძნებელია. მისი ქონება 86,9 მილარდია.