გერმანია Covid-19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინას 2022 წლისთვისაც უკვეთავს. ინფორმაციას სააგენტო US News-ი ავრცელებს.
გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის, იენს შპანის თქმით, ევროპის იმუნიზაციის ნელი ტემპის გამო, ქვეყანას ვაქცინის დამატებითი დოზები 2022 წლისთვისაც დასჭირდება.
" არავინ იცის, როდის შეიძლება დაგვჭირდეს დამატებითი დოზები. თუ არ იქნება ვაქცინის საჭიროება, ძალიან კარგი, მაგრამ თუ დაგვჭირდა, ის ხელთ გვექნება",- აცხადებს იენს შპანი.
ჯანდაცვის მინისტრმა ქვეყანაში მიმდინარე იმუნიზაციის პროცესი დადებითად შეაფასა.
გერმანიის 83 მილიონი მოქალაქიდან, ვაქცინა 2.3-მა მილიონმა უკვე გაიკეთა.
ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ბრიტანულ ვაქცინის მწარემოებელ AstraZeneca-ს საკმაოდ დაძაბული ვითარებაა. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეინი AstraZeneca-სგან სარწმუნო პასუხს ელის, თუ რატომ ვერ შეძლო კომპანიამ შეთანხმებული პერიოდის განმავლობაში ვაქცინის მიწოდება.