აზერბაიჯანი თურქეთის გავლით ევროპაში 1000 მეგავატი ელექტროენერგიის ექსპორტს გეგმავს. ამის შესახებ Report.az წერს.
„ჯაბრაილის" ენერგეტიკული კვანძი უზრუნველყოფს ყარაბაღისა და აღმოსავლეთ ზანგაზურის რეგიონის სტაბილურ და საიმედო ელექტრომომარაგებას და დააკმაყოფილებს მეგაპროექტების საჭიროებებს", - განუცხადა ჟურნალისტებს ყარაბაღის რეგიონული ელექტრო ქსელის დირექტორმა მირჯალალ ჰუსეინოვმა, იუწყება Report.
მისი თქმით, ამ კვანძს ექნება დამატებითი და უფრო ხელსაყრელი წვდომა ევროპის ენერგეტიკულ ბაზრებზე ჯაბრაილ-ნახჩივანი-აგრი ქვესადგურების (თურქეთი), შემდეგ კი თურქეთის ენერგოსისტემაზე.
„ასევე, ეს კვანძი გაზრდის საექსპორტო შესაძლებლობებს. მრავალი წლის შემდეგ ნახიჩეევანის ავტონომიური რესპუბლიკა აზერბაიჯანის მთავარ სისტემას დაუკავშირდება“, - განაცხადა ჰუსეინოვმა
ჰუსეინოვის თქმით, სამომავლოდ, ყოველწლიურად 1000 მეგავატი ელექტროენერგია ექსპორტზე გავა თურქეთში, იქიდან კი ევროპაში.