ლუკაშენკო ჩინეთშია

ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო სახელმწიფო ვიზიტით ჩინეთში ჩავიდა. იტყობინება BelTA. სახელმწიფო მედიის ცნობით, ეს ვიზიტი იქნება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან მეგობრობისა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ხელშეწყობის ხანგრძლივი პოლიტიკის ნაწილი.

მისივე თანახმად, 2022 წლის სექტემბერში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე, ბელორუსისა და ჩინეთის ლიდერებმა მიიღეს ერთობლივი დეკლარაცია ურთიერთობების ახალ დონეზე გადასაყვანად.

მანამდე, ლუკაშენკომ ჩინურ მედიასთან განაცხადა, რომ ახლა უკრაინაში კონფლიქტის დასრულების უნიკალური მომენტია. მისივე თქმით, სხვა ასეთი სიტუაცია შეიძლება, აღარ ციყოს და რომ  ამ მომენტის გამოყენებაა საჭირო, ვიდრე რუსეთი ეკონომიკას საომარ რეჟიმზე გადაიყვანს.

ბელარუსის პრეზიდენტის აზრით, პუტინის მთავარი მიზანი რუსეთის უსაფრთხოებაა, რომ უკრაინის მხრიდან თავდასხმის შესაძლებლობა გამოირიცხოს.

ლუკაშენკოს სჯერა, რომ მოსკოვი მზად არის, იმოძრაოს მოლაპარაკებების გზაზე, თუმცა აშშ-მ აიძულა „კიევის რეჟიმი“, რომ უარი ეთქვა რუსეთთან ნებისმიერი სახის დიალოგზე.