უკრაინელი სამხედროები Patriot-ის ტიპის თავდაცვის სისტემაზე წვრთნებს ასრულებენ. ამის შესახებ გენერალმა დუგლას სიმსმა განაცხადა. ინფორმაციას Ukrinform-ი ავრცელებს.
მისი თქმით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პენტაგონი აკონკრეტებს, როდის შეიძლება, ეს სწავლება დასრულდეს.
„დარწმუნებულნი ვართ, რომ უკრაინელები გამოიყენებენ Patriot-ებს იმავე გამოცდილებით, რომლებსაც ყოველდღიურად აჩვენებენ თავიანთი საჰაერო თავდაცვის ამჟამინდელი შესაძლებლობებით“, - განაცხადა სიმსმა.
მანვე აღნიშნა, რომ იანვრიდან აშში-ს სამხედროებმა 1000-ზე მეტი უკრაინელი გაწვრთნეს, რითაც შეერთებული შტატების მიერ გაწვრთნილი ჯარისკაცების ჯამური რაოდენობა 4000-მდე გაიზარდა.