2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, დაგროვებით საპენსიო სქემაში სულ 1 359.9 მლნ ადამიანი იყო ჩართული, საპენსიო აქტივების პორტფელის ჯამური ღირებულება 2 947 მლნ ლარს შეადგენდა, წმინდა ამონაგები კი 438.3 მილიონი ლარს.
რაც შეეხება ბოლო მონაცემებს, საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, 2023 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 3.13 მილიარდი ლარია. წმინდა ამონაგები, კი 476 მილიონ ლარს შეადგენს. საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 377 ათასი ადამიანია.
ბოლო მონაცემებით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 3,159 პირმა მათზე გაცემული თანხა კი 8,268,836.39 ლარს შეადგენს.