პარლამენტის თავმჯდომარესთან მარტივი დისკუსია არ გვქონდა. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთა გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
- შალვა პაპუაშვილი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე: კითხვები და წუხილი შეეხება დასახელებებს
- კელი დეგნანი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე: ვინც ხმას მისცემს მას, პირდაპირ იქნება პასუხისმგებელი საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე
„შეხვედრაზე თან მახლდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ყველა ელჩი. ჩვენ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ვიყავით დაპატიჟებული, რათა აზრები გაგვეცვალა “უცხოური აგენტების” შესახებ ინიციატივაზე…
აზრების ძალიან გულწრფელი, ღია გაცვლა გვქონდა თავმჯდომარესთან და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ორ თავმჯდომარესთან, დეტალებში ღრმად შესვლით.
მარტივი დისკუსია არ იყო. ჩვენი მხრიდან ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ეს ინიციატივა ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს არ შეესაბამება და კიდევ ერთხელ ვთქვით, რომ ეს ინიციატივა 12-დან როგორც მინიმუმ 2 პუნქტს ეწინააღმდეგება, რომლებიც საქართველოს წინა წლის ივნისში გადაეცა. თავმჯდომარის მხრიდან ამ კანონის მიღების საჭიროების შესახებ არგუმენტები მოვისმინეთ.
საუბარი გაგრძელდება. როგორც მესმის, ეს კანონპროექტიც კი არ არის, მხოლოდ ინიციატივაა და, რა თქმა უნდა, ჩვენს მხრივ, ძალიან ახლოდან დავაკვირდებით როგორ განვითარდება ეს ინიციატივა და იმედი გვაქვს, რომ ეს ინიციატივა კანონად არ იქცევა”, - განაცხადა ჰერჩინსკიმ „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.