ზუგდიდში, შენობის ნანგრევებიდან ამოყვანილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

ზუგდიდში, შენობის ნანგრევებიდან ამოყვანილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ინფორმაციას ზუგდიდის რეფერალური ავრცელებს.

„ამ ეტაპისთვის, ზოგადი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. ჩატარებული კვლევებით სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები გამოირიცხა. გაუმჯობესებულ მდგომარეობაში ეწერება ბინაზე",- განაცხადა მზია გერგედავამ ჰოსპიტალის გადაუდებელი მედიცინის განყოფილების ექიმმა.

ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე დევნილთა საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა.

ნანგრევებში მოყვა ერთი არასრულწლოვანი, რომელიც მალე ამოიყვანეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.