გერმანია, პარტნიორებთან ერთად გააგრძელებს უკრაინის შეიარაღებული ძალების დახმარებას იარაღით და წვრთნებით. ამის შესახებ ფედერალურმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა ხუთშაბათს ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„პუტინის გამარჯვება არ იქნება. ჩვენ და ჩვენი პარტნიორები გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას", - განაცხადა გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელმა.
მან გაიხსენა, რომ გასული წლის განმავლობაში გერმანიამ უკრაინას 14 მილიარდ ევროზე მეტი დახმარება გაუწია.
შოლცმა ჩამოთვალა ის იარაღი, რომელიც მისმა ქვეყანამ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით უკრაინას გადასცა.
კერძოდ, მან აღნიშნა, რომ უახლოეს კვირებში უკრაინა მიიღებს დამატებით, Gepard-ის ტიპის საარტილერიო თვითმავალ დანადგარს და Iris-T-ის ტიპის თავდაცვის სისტემებს, რომლებიც დაიცავს უკრაინას რუსული დარტყმებისგან.