საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე დაპირისპირებისა და ხმაურის შემდეგ დაიწყო ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა. ოპოზიციამ პარლამენტის წინ, 18:00 საათისთვის აქცია დააანონსა. მანამდე, ისინი ცდილობდნენ, ხელი შეეშალათ სხდომის დაწყებისთვის. იყ ფიზიკური დაპირისპირებაც. შენობის გარეთ აპროტესტებენ კანონპროექტის განხილვას არასამთავრობოები, შენობის შიგნით - მედიის ნაწილი.
მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.
რაც შეეხებათ პარლამენტის ქალ ოპოზიციონერ დეპუტატებს, ისინიც დარბაზში შეძახილებით აპროტესტებენ კანონპროექტის განხილვას.
სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.