საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნინო წილოსანი გამოდის ინიციატივით, რომ „ხალხის ძალის“ მიერ წარმოდგენილ კანონპროექტში დასახელება შეიცვალოს. წილოსანმა საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა, რომ დასახელება მისთვისაც დისკომფორტს წარმოადგენს.
„მინდა, რომ შემოგთავაზოთ და გთხოვოთ, ვიმსჯელოთ დასახელებაზე, კანონპროექტი მივიღოთ იმ დათქმით, რომ ეს დასახელება იყოს ისეთი, რომ არ მოახდინოს სექტორში, ამ სფეროში მომუშავე უამრავი კეთილსინდისიერი ორგანიზაციის, ადამიანის დისკრედიტირება. დასახელება, რომელიც ჩემთვისაც დისკომფორტს და შფოთვის საგანს წარმოადგენს, იყოს კონსენსუსით მიღწეული“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.