საქართველოს პარლამენტთან შეკრებილმა სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციის წევრებმა პარლამენტის შესასვლელებთან გადაინაცვლეს.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
ისინი ელოდებიან პარლამენტიდან „ხალხის ძალის“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების გამოსვლას, რომლებიც ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების თაობაზე კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობენ. აქციის მონაწილეები მათთვის სირცხვილის კორიდორის მოწყობას გეგმავენ.