თურქეთში ისევ მიწისძვრა მოხდა

თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის მედიტერიული სეისმოლოგიური ცენტრი ავრცელებს.  მიწისძვრის შედეგად ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ პირველადი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 5,2 მაგნიტუდა იყო, ხოლო სიღრმე კი 25 კილომეტრი. 

მიწისძვრა ადგილობრივი დროით 05:53 საათზე დაფიქსირდა და მისი ეპიცენტრი ქაჰრამანმარაშის პროვინციაში, ქალაქ გოკსუნში იყო.