რუსეთში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციები გრძელდება

რუსეთში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციები გრძელდება, პროტესტის დროს 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას რუსული მედიასაშუალებები ავრცელებენ.

ოპიზიციონერ ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით ანტისამთავრობო აქციები რუსეთის ქალაქებში დილიდან დაიწყო.

ყველაზე მეტი, 100-ზე მეტი აქციის მონაწილე მოსკოვსა და ვლადივოსტოშკი დააკავეს.

ალექსეი ნავალნი აეროპორში 17 იანვარს დააკავეს, როდესაც ბერლინიდან ბრუნდებოდა. მასთან ერთად პოლიციამ რამდენიმე მხარდაჭერიც დააკავა, რომლებიც აეროპორტში ოპოზიციონერის დასახვედრად იყვნენ.

ნავალნის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს ფულის გათეთრების საქმეზე, რომელზეც რუსეთის ხელისუფლება მას 2008 წლიდან ედავება.