აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისადმი გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. აშშ-ის პრეზიდენტი შოლც თეთრ სახლში მასპინძლობს.
„თქვენ გააძლიერეთ და უზრუნველყავით კრიტიკული სამხედრო მხარდაჭერა და მე ვიტყოდი, რომ თქვენი სამხედრო მხარდაჭერის გარდა, მორალური მხარდაჭერა, რომელიც თქვენ უკრაინელებს გაუწიეთ, ასევე უდიდესი იყო.
თქვენ განახორციელეთ ისტორიული ცვლილებები ქვეყნის შიგნით - თავდაცვის ხარჯების გაზრდა და რუსული ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიკაცია - მე ვიცი, რომ ეს არ იყო ადვილი, ძალიან რთული თქვენთვის", - განაცხადა ბაიდენმა.
„NATO-ს მოკავშირეები ალიანსს უფრო გავაძლიერებთ“, - აღნიშნა ბაიდენმა CNN-ის ცნობით.