ენტონი ბლინკენი: ამერიკა ირანის ბირთვულ შეთანხმებას ჯერ არ დაუბრუნდება

აშშ-ის პირველი დიპლომატის, ენტონი ბლიკენის თქმით, ამერიკა ირანის ბირთვულ შეთანხმებას ჯერ არ დაუბრუნდება. ინფორმაციას VOA აქვეყნებს.

ბლინკენის თქმით, შეერთებული შტატები ირანზე აქამდე დაწესებულ სანქციებს შეინარჩუნებს იმ დრომდე, ვიდრე თეირანი იმის დემონსტრირებას არ მოახდენს, რომ იწყებს ქმედით ნაბიჯების გადადგმას 2015 წლის ბირთვული ხელშეკრულების შესრულების მიმართულებით.

სახელმწიფო მდივნის პოსტზე დამტკიცების შემდეგ, პირველ პრესკონფერენციაზე ბლინკენმა თქვა, რომ ამერიკა ჯერ ძალიან შორსაა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის წინასაარჩევნო დაპირების შესრულებისგან, რომ შეერთებული შტატები ირანის ბირთვულ შეთანხმებას დაუბრუნდება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მოვალეობის შესრულებას 28 იანვარს შეუდგა.

პირველი სრული სამუშაო დღის დასაწყისში ენტონი ბლინკინმა სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებს მიმართა და სტრუქტურის განახლებას დაჰპირდა.