შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის 400 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ პარასკევს გამოაცხადა - ეს დახმარება პირველად მოიცავს ჯავშანტექნიკას, რომელიც საშუალებას აძლევს უკრაინულ ჯარებს, გადაკვეთონ მდინარეები ან სხვა დაბრკოლებები, რადგან რუსული და უკრაინული ძალები მდინარე დნიპროს მოპირდაპირე მხარეს რჩებიან. შესაბამის ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
Armored Vehicle Launched Bridge (საბრძოლო დამხმარე მანქანა, რომელიც ზოგჯერ განიხილება, როგორც სამხედრო საინჟინრო მანქანის ქვეტიპი, რომელიც შექმნილია ტანკებისა და სხვა ჯავშანტექნიკის სწრაფად განლაგებაში სამხედროების დასახმარებლად, ისეთი ტიპის დაბრკოლებების დროს, როგორიცაა მდინარეები) პორტატული, 18 მეტრიანი დასაკეცი ლითონის ხიდია. ამ სისტემის ახლა უზრუნველყოფამ შესაძლოა, უკრაინულ ჯარებს რუსეთის ძალებთან მისასვლელად მდინარეების გადაკვეთა გაუადვილოს.
მას შემდეგ, რაც რუსეთი ერთი წლის წინ შეიჭრა უკრაინაში, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას $32 მილიარდზე მეტი ღირებულების იარაღი და აღჭურვილობა მიაწოდა.