მოსკოვში ალექსეი ნავალნის მეუღლე დააკავეს. ინფორმაციას რუსული მედიასაშუალებები ავრცელებენ.
რუსეთის ათობით ქალაქში ნავალნის მხარდამჭერ დემონსტრაციებზე დაკავებულთა რაოდენობა უკვე 1 600-ს აღემატება.
ალექსეი ნავალნი აეროპორში 17 იანვარს დააკავეს, როდესაც ბერლინიდან ბრუნდებოდა. მასთან ერთად პოლიციამ რამდენიმე მხარდაჭერიც დააკავა, რომლებიც აეროპორტში ოპოზიციონერის დასახვედრად იყვნენ.
ალესქეი ნავალნის მეუღლე, იულია ნავალნაია, 23 იანვარსაც დააკავეს და დაკავებიდან სამი საათის შემდეგ, გაათავისუფლეს.
ნავალნის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს ფულის გათეთრების საქმეზე, რომელზეც რუსეთის ხელისუფლება მას 2008 წლიდან ედავება.