აზერბაიჯანის რკინიგზის შვილობილი კომპანია ADY Container-ი სტამბოლი-ტაშკენტი და მერსინი-ტაშკენტის მარშრუტებზე საკონტეინერო მატარებლით ტვირთების გადაზიდვას იწყებს. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია Report.az-ი იუწყება.
ტვირთის გადაზიდვა განხორციელდება CASCA+ მულტიმოდალური სატრანსპორტო მარშრუტით, რომელიც შექმნილია საერთაშორისო მულტიმოდალური მარშრუტის ფარგლებში („აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნები“ - ჩინეთი - ყირგიზეთი - უზბეკეთი - თურქმენეთი - აზერბაიჯანი - საქართველო - თურქეთი - ევროპა").
გასულ წელს ბაქოში ჩავიდა პირველი საკონტეინერო მატარებელი, რომელიც უზბეკეთიდან ევროპაში ამ მარშრუტით გაიგზავნა. აზერბაიჯანის რკინიგზის შვილობილი კომპანიის - ADY Container-ის კუთვნილი გემით, კონტეინერები თურქმენბაშის პორტიდან ბაქოს პორტში მიიტანეს.
ასევე გაეცანით