უზბეკეთიდან ევროპაში, საქართველოზე გამავალი მულტიმოდალური მარშრუტით პირველი საკონტეინერო მატარებელი დაიძრა.
საკონტეინერო მატარებელი მულტიმოდალური სატრანსპორტო მარშრუტი CASCA+-ისთვის (აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნები - ჩინეთი - ყირგიზეთი - უზბეკეთი - თურქმენეთი - აზერბაიჯანი - საქართველო - თურქეთი - ევროპა), შეიქმნა. მატარებელი ბაქოში ჩავიდა და შემდეგ საქართველოს მიმართულებით დაიძვრება.
ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის რკინიგზა CJSC (AR) ავრცელებს.
აზერბაიჯანის რკინიგზის შვილობილი კომპანიის - ADY Container LLC კუთვნილი გემით, კონტეინერები თურქმენბაშის პორტიდან ბაქოს პორტში მიიტანეს.
საკონტეინერო მატარებელი მარშრუტზე „უზბეკეთი - თურქმენეთი - აზერბაიჯანი - საქართველო - ბულგარეთი / ევროპა“ იმოძრავებს. მარშრუტის სიგრძე 4 ათას კმ-ზე მეტია.
მატარებელი, ბაქოდან სპილენძის კონცენტრატს გადაიტანს, რომელიც შემდგომ ბულგარეთის პორტ ბურგასში გაიგზავნება.
საკონტეინერო მატარებელი 91 ოცფუთიანი კონტეინერისგან შედგება.
პროექტი, მარშრუტის ოპერატორებს ( Oztemiryolconteiner JSC (უზბეკეთი), TULM OJSC (თურქმენეთი), ADY Container (აზერბაიჯანი) და GR Logistics and Terminals (საქართველო) შორის თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება.
მულტიმოდალური ტრანსპორტის პროექტი CASCA+ (ცენტრალური აზია, სამხრეთ კავკასია და ანატოლია) აზერბაიჯანის, საქართველოს, ყირგიზეთის, თურქმენეთის, თურქეთისა და უზბეკეთის სარკინიგზო სტრუქტურების ერთობლივი ინიციატივაა.