საფრანგეთმა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის საზღვრები ჩაკეტა.
საფრანგეთისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის ევროზონის გარე ქვეყნიდან საფრანგეთის მეტროპოლიის მიმართულებით გადაადგილება მხოლოდ გარდაუვალ, პირადი ან ოჯახური ხასიათის შემთხვევაში, სასწრაფო ჯანმრთელობის მოტივით ან გადაუდებელი სამსახურებრივი მიზეზით იქნება დაშვებული. გადაადგილების მოტივის დამადასტურებელი საბუთები მოთხოვნილი იქნება თვითმფრინავის ბორტზე დასაშვებად. საფრანგეთის საელჩო გადაადგილების ცნობაში, გადაუდებელი მოტივებისა და წარსადგენი დოკუმენტების საორიენტაციო ნუსხას ავრცელებს.
სხვა შეზღუდვები (სახელდობრ გამგზავრებამდე ბოლო 72 სთ-ში ჩატარებული ტესტი, ჩასვლისას 7 დღიანი თვითიზოლაცია) ძალაში რჩება.
მესამე ქვეყნების (ყველა გარდა ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ანდორა, ისლანდია, ლიხტენშტეინი, მონაკო, ნორვეგია, სან-მარინო, შვეიცარია და ვატიკანი) მოქალაქეებისთვის, ევროზონის გარე ქვეყნიდან საფრანგეთის მეტროპოლიაში შესვლის ნებართვის მქონე კატეგორიები ჩამოთვლილია ქვემოთ მიმაგრებულ დოკუმენტში.
ამ თემაზე: საფრანგეთი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის საზღვრებს კეტავს.