ლატვიის პრეზიდენტი ეგილს ლევიტსი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს 8 მარტს ეწვევა.
ლატვიის პრეზიდენტი ბაქოში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. ასევე მიიღებს მონაწილეობას ბაქოს გლობალურ ფორუმში, რომელიც აზერბაიჯანის დედაქალაქში 9-11 მარტს გაიმართება.
ბაქოს მე-10 გლობალური ფორუმზე - „დღევანდელი სამყარო: გამოწვევები და იმედები“, ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხები, ევრაზიის სივრცეში სატრანსპორტო დერეფნების მნიშვნელობა, ჩინეთის როლი გლობალურ განვითარებაში და სხვა საკითეხები განიხილება.