საქართველოს პრეზიდენტი იმყოფება აშშ- ში, პრეზიდენტი აუქმებს დღეს გაეროში დაგეგმილ ყველა შეხვედრას და ემზადება, რომ მიმართოს მოსახლეობას. შესაბამის ინფორმციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
როგორც ცნობილია, პრეზიდენტი ეწინააღმდეგება იმ სადავო კანონპროექტს, რომელიც საზოგადოების პროტესტისა და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების მიუხედავად, პარლამენტმა 7 მარტს მიიღო. პრეზიდენტს გაცხადებული აქვს, რომ ამ კანონპროექტს ვეტოს დაადებს.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა 20 თებერვალს განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“.
თბილისში ახლაც მიმდინარეობს აქცია. პარლამენტთან სპეცრაზმმა წყლის ჭავლი და ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ვითარება ადგილზე ისევ დაძაბული რჩება. აქციის მონაწილეები არ იშლებიან და განაგრძობენ პროტესტს - „არა რუსულ კანონს“.