მოვუწოდებ ძალადობის დასრულებისა და ევროპის საბჭოს სტანდარტების – დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვისკენ. ამის შესახებ ევროსაბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი აცხადებს.
„შეშფოთებით და ყურადღებით ვადევნებ თვალს საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს. მოვუწოდებ ძალადობის დასრულებისა და ევროპის საბჭოს სტანდარტების – დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვისკენ. პოლიტიკურმა დიალოგმა უნდა გაიმარჯვოს“, - წერს მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი Twitter-ზე.