ე.წ. „უცხოური აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს საქართველოს ელჩია არჩილ ყარაულაშვილი. ესტონეთმა მოითხოვა კანონის გაუქმება. საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უწყებამ დიდი უკმაყოფილება გამოთქვა ელჩთან და მოუწოდა მთავრობას, უკან გაიწვიოს კანონპროექტი, რომელის პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.
განცხადების თანახმად, კანონპროექტი ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და ეწინააღმდეგება ქვეყნის გეგმებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებასთან დაკავშირებით.
„კანონის იმპლემენტაცია გამოიწვევს დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმებას და გაართულებს ესტონეთის მიერ განვითარების თანამშრომლობის პროექტების განხორციელებას საქართველოში“, - ნათქვამია განცხადებაში.
„დღეს, 8 მარტს, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა საქართველოს ელჩი, რათა გამოეთქვა დიდი უკმაყოფილება საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილების გამო, დაამტკიცოს ე.წ. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი”, - წერია უწყების განცხადებაში.
მანამდე, ევროკავშირის და NATO-ს წევრი ქვეყნების - ლატვიის, ესტონეთის და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნავენ, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ, სერიოზულ შეკითხვებს აჩენს საქართველოში დემოკრატიის პერსპექტივებთან დაკავშირებით.