ბალტიის ქვეყნების მინისტრების თქმით, საქართველოში დემოკრატიის პერსპექტივებთან დაკავშირებით კითხვები ჩნდება

ევროკავშირის და NATO-ს წევრი ქვეყნების - ლატვიის, ესტონეთის და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნავენ, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ, სერიოზულ შეკითხვებს აჩენს საქართველოში დემოკრატიის პერსპექტივებთან დაკავშირებით.

შესაბამისი განცხადება ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე 8 მარტს განთავსდა.

„მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, პასუხისმგებლობით შეაფასოს ქვეყნის რეალური ინტერესები და თავი შეიკავოს გადაწყვეტილებებისგან, რომლებმაც შეიძლება, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ხალხის მისწრაფებებს, იცხოვრონ ევროკავშირისა და NATO-სკენ მიმავალ დემოკრატიულ ქვეყანაში. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს ხალხის მშვიდობიანი პროტესტის უფლებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

„ჩვენ, ლატვიის, ესტონეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები სერიოზულად შეშფოთებულები ვართ ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღების გამო, - თავის მხრივ, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარ რინკევიჩსი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

ელჩი აღნიშნავს, რომ თუ საქართველოს ევროკავშირისა და NATO-სკენ პროგრესი სურს, მან უნდა დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პრინციპები.

„ჩვენ, ლატვიის, ესტონეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები, სერიოზულად შეშფოთებულები ვართ ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღების გამო. თუ საქართველოს ევროკავშირისა და NATO-სკენ პროგრესი სურს, მან უნდა დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პრინციპები“, - განაცხადა რინკევიჩსმა.

კანონი ე.წ უცხოელი აგენტების შესახებ შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან, - ასეთი განცხადება კი საქართველოში ლიეტუვის ელჩმა, ანდრიუს კალინდრამ Twitter-ის საკუთარ გვერდზე გააკეთა.

„თითქმის ორი წლის წინ, 2021 წლის 19 აპრილს, ევროკავშირის შუამავლობით შეთანხმება იქნა მიღწეული და მოგვიანებით კი დატოვებული. ე.წ უცხოელი აგენტების შესახებ შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან და ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ მიზანს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ", - წერს კელჩი ალინდრა.