სი ძინპინი კვლავ ჩინეთის პრეზიდენტად აირჩიეს, რომელიც ერთადერთი კანდიდატი იყო. ჩინეთის ისტორიაში პარლამენტის მიერ პრეზიდენტის მესამე ხუთწლიანი ვადით არჩევა უპრეცედენტოა.
კენჭისყრა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა.
ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის (NPC) 3 000-მდე წევრმა 69 წლის სი ძინპინი ერთხმად აირჩია. ელექტრონული დათვლა დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ინფორმაციისთვის, სი ძინპინმა ჩინეთში პრეზიდენტობის ორვადიანი ლიმიტი 2018 წელს გააუქმა.