კრამონი: პირველ ნაბიჯს სხვა ქმედებებიც უნდა მოჰყვეს

 ეს არის პირველი ნაბიჯი, რასაც სხვა ქმედებებიც უნდა მოჰყვეს - ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონპროექტის ჩაგდებას ეხმაურება.

„კარგია საქართველოსთვის, მაგრამ მაინც პირველი ნაბიჯია. კიდევ ბევრი რამ უნდა მოჰყვეს. რეფორმები სასამართლო და საარჩევნო სისტემებში, 12 პრიორიტეტი“, - წერს ევროპარლამენტარი.

შეგახსენებთ, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს.