თურქეთში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები 14 მაისს გაიმართება. შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაააკეთა. იუწყება სააგენტო Anadolu.
„ჩვენი კონსტიტუციის 116-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილებით, ხელი მოვაწერე განკარგულებას არჩევნების ჩატარების შესახებ 14 მაისს, რომელიც დაგეგმილი იყო 2023 წლის 18 ივნისს“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დედაქალაქ ანკარაში საპრეზიდენტო კომპლექსში.
„ჩვენი საარჩევნო დღის წესრიგი კვლავ იქნება მიწისძვრის მსხვერპლთა ჭრილობების შეხორცება და ამ კატასტროფის ეკონომიკური და სოციალური ზარალის კომპენსაცია“, - აღნიშნა ერდოღანმა. თურქი ხალხი 14 მაისს არამარტო პრეზიდენტს, არამედ პარლამენტის 600-ვე წევრსაც აირჩევს.
2017 წელს თურქმა ამომრჩევლებმა რეფერენდუმის გზით გადაწყვიტეს, გადასულიყვნენ საპარლამენტო სისტემიდან მმართველობის აღმასრულებელ საპრეზიდენტო სისტემაზე. 2018 წელს თურქეთი საპრეზიდენტო მმართველობის სისტემაზე სრულად გადავიდა.