ევროკავშირმა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის საგრანტო კონკურსი გამოაცხადა, რომლის ბიუჯეტიც ბიუჯეტი 9 200 000 ევროს შეადგენს. შესაბამის ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობა Facebook-ზე ავრცელებს.
ვიწვევთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, როგორც მმართველობის სფეროს მნიშვნელოვან აქტორებს, საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, შემდეგი მიმართულებით:
ლოტი 1: ხელი შეუწყოს ხელსაყრელ საარჩევნო გარემოს და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას საქართველოში;
ლოტი 2: აღმოფხვრას გენდერული ნიშნით ძალადობა და გაზარდოს გენდერული თანასწორობა საქართველოში;
ლოტი 3: ხელი შეუწყოს ქვეყნის მასშტაბით სამოქალაქო ჩართულობას და დემოკრატიულ ზედამხედველობას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე;
ლოტი 4: ხელი შეუწყოს საქართველოში სურსათის უვნებლობას ადგილობრივ დონეზე საკვების ნარჩენებისა და დანაკარგების შემცირების გზით;
ლოტი 5: გააძლიეროს გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლა;
ლოტი 6: გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების ზედამხედველობა და აამაღლოს მოქალაქეთა ცნობიერება სასამართლო რეფორმის შესახებ;
ლოტი 7: გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების როლი საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის, დეცენტრალიზაციისა და საჯარო ანგარიშვალდებულების მონიტორინგსა და განხორციელებაში, როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივ დონეზე;
სრული სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: http://bit.ly/3T5mv72 , რეფერენსი: EuropeAid/176767/DD/ACT/GE.
კონცეფციის წარდგენის ბოლო ვადაა: 24/04/2023, 12:00 (ბრიუსელის დროით)